TOURING GEAR – THE BEST LIVE MICROPHONE SERIES WE‘VE EVER BUILT. 
-
Touring Gear–ის ოთხი სახეობა:
-
Sound channelling technology
სრულყოფილი მომართვის საიდუმლო
უნიკალური “beyer” ჟღერადობის მისაღწევად, beyerdynamic–ი მრავალი წელია ავითარებს და აუმჯობესებს ხმის გადაცემის ტექნოლოგიას (SCT). Beyerdynamic–ის აკუსტიკურმა ექსპერტებმა შექმნეს აკუსტიკური ლაბირინთები, სპეციალური გეომეტრიული ელემენტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის ოპტიმალურ გადაცემას. ისინი გავლენას ახდენენ ბგერებზე და მიმართულების დიაგრამაზე, სპეციალურად მომართული შეკავების ხაზებისა და არარეგულირებადი ატენიუატორის მეშვეობით. დამატებითი ელემენტები, სპეციალური მასალა ან უნიკალური დიზაინი: beyerdynamic–ის თითოეული მიკროფონი აღჭურვილია ხმის გადაცემის უნიკალური ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს ბგერის ტალღების ოპტიმალურ კონტროლს. შედეგი? – გამაოგნებელი ხარისხის ჟღერადობა. თითოეულ მიკროფონში გამოყენებული ხმის გადაცემის ტექნოლოგიის დეტალურ მახასიათებლებთან გაცნობა შესაძლებელია ქვემოთ, პროდუქტების აღწერილობაში. Touring Gear–ის სერიის მიკროფონში თქვენ შეძლებთ შეიგრძნოთ და მოისმინოთ შედეგი – გარანტირებულია! Vocal
ინსტრუმენტზე მეტი
ადამიანის ხმა ვერც ერთ ინსტრუმენტს ვერ შეედრება. თითოეული ხელოვანის ხმა ინდივიდუალური და განუმეორებელია – და თითოეული შემსრულებელი თავისი სტილის უნიკალური წარმომადგენელია. იმისათვის, რომ შემოქმედებითი ნიჭის გამოვლინება მსმენელთათვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებად იქცეს, საჭიროა მიკროფონი, რომელიც ოპტიმალურად შეეწყობა შემსრულებლის ხმას. საჭიროა Touring Gear–ის ვოკალური მიკროფონი.Headset
ძლიერი ჟღერადობა მოძრაობაში
სცენაზე იქმნება უამრავი სიტუაცია, რომელიც მოითხოვს როგორც ოპტიმალურ ჟღერადობას, ასევე მაქსიმალურ თავისუფლებას მოძრაობაში. ასეთ სიტუაციებში Touring Gear–ის ყურსამაგრები ამტკიცებენ მათ შეუცვლელობას. ისინი აძლევენ შემსრულებლებს საშუალებას გამოიყენონ სცენის სივრცის ყველა უპირატესობა, როგორც ხმის, ისე მოძრაობების თვალსაზრისით.Lavalier
უხილავი ხარისხი
გულსაბნევი მიკროფონი უნდა ისმოდეს, იგი არ უნდა იყოს ხილვადი – გასაგები მიზეზების გამო: გულსაბნევი მიკროფონი უნდა იძლეოდეს მაქსიმალური უხილავობის და საუკეთესო შესაძლო ჟღერადობის კომბინაციას, ამ დავალებას ყველაზე უკეთ beyerdynamic–ის Touring Gear სერიის გულსაბნევი მიკროფონი ასრულებს. შესაძლოა თქვენ ის ვერ შენიშნოთ, მაგრამ ბრწყინვალე ჟღერადობა მას უფრო შესამჩნევს ხდის.Drum
რიტმის შეგრძნება
დასარტყამი ინსტრუმენტები რიტმზე უფრო მეტს ქმნიან მუსიკის ნებისმიერ მონაკვეთში. ისინი იმდენადვე წარმოადგენენ ცენტრალურ კომპონენტს, რამდენადაც დამხმარე ბგერებს, იმდენადვე ქმნიან გამორჩეულ მომენტებს, რამდენადაც დეტალებს. აქედან გამომდინარე, დასარტყამი ინსტრუმენტების მიკროფონებმა უნდა უზრუნველყონ სუფთა, გამოკვეთილი და რეალისტური ჟღერადობა – მათ უნდა შეძლონ დასარტყამი ინსტრუმენტების ბუნებრივი ჟღერადობის გადმოცემა, მისი უბრალოდ კოპირების ნაცვლად. სწორედ ამისთვის არის შექმნილი Touring Gear–ის დასარტყამი ინსტრუმენტების სერია: მათ შეუძლიათ მუშაობა ბგერების მაღალი ზეწოლის პირობებში, აქვთ იმპულსების გადმოცემის შესანიშნავი უნარი და უკუცემის მაქსიმალური შეკავება.Instrument
ურთიერთქმედების ძალა
უდიდესი ცოცხალი კონცერტების წარმატება ორკესტრის სრულყოფილ შესრულებაზე არის დამოკიდებული. ხმების და ინსტრუმენტების გამორჩეულ ურთიერთშეხამებას, ამ პროცესში ჩართული ადამიანებისთვის, მართლაც დაუვიწყარი გამოცდილების შექმნა შეუძლია. ასეთ მომენტში, თითოეულ ინსტრუმენტს ოპტიმალური ჟღერადობა ესაჭიროება – გაეცანით beyerdynamic–ის Touring Gear ინსტრუმენტების სერიას.-
Gallery